ნაკრებს დავით დევდარიანი დაემატა და ზურაბ ხიზანიშვილი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ლუქსემბურგში იმყოფება და 15 აგვისტოს ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, პირველი ვარჯიში 13 აგვისტოს საღამოს გამართა.

ქეცბაიას განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იყო, მათ შორის - დანიური "ორჰუსის" ნახევარმცველი დავით დევდარიანი, რომელიც ნაკრების თავკაცმა ოდნავ მოგვიანებით გამოიძახა.

ლუქსემბურგთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს, შესაძლოა, გუნდის კაპიტანი - ზურაბ ხიზანიშვილი ვერ დაეხმაროს, რომელსაც ტრავმა აქვს. ამ დროისთვის ნაკრების კაპიტანი გუნდთან ერთად არ იმყოფება და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებას ელოდება.

ეროვნულ ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), რომელიც ლუქსემბურგში თბილისიდან გაემგზავრა; ხოლო უკრაინიდან ჩავიდნენ
დავით თარგამაძე
და თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე "ილიჩევეცი", უკრაინა).

ფოფხაძე, თარგამაძე და ოქრიაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ობერკორნში 14 აგვისტოს საღამოს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩაატარებენ.

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე
მცველები: გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, გიორგი ფოფხაძე
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, სანდრო გურული, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, მათე ვაწაძე, ირაკლი სირბილაძე

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეშლება თუ დვალიშვილი არ არის?
tokotoka
17:44 14-08-2012
0
kargia rom popxadze gamoidzaxes vawa luxemburgtan sheagdebs gols!
zakro
18:46 14-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული