ქეცბაიას განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იყო, მათ შორის - დანიური "ორჰუსის" ნახევარმცველი დავით დევდარიანი, რომელიც ნაკრების თავკაცმა ოდნავ მოგვიანებით გამოიძახა.
ლუქსემბურგთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს, შესაძლოა, გუნდის კაპიტანი - ზურაბ ხიზანიშვილი ვერ დაეხმაროს, რომელსაც ტრავმა აქვს. ამ დროისთვის ნაკრების კაპიტანი გუნდთან ერთად არ იმყოფება და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებას ელოდება.
ეროვნულ ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), რომელიც ლუქსემბურგში თბილისიდან გაემგზავრა; ხოლო უკრაინიდან ჩავიდნენ
ფოფხაძე, თარგამაძე და ოქრიაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ობერკორნში 14 აგვისტოს საღამოს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩაატარებენ.
საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე
მცველები: გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, გიორგი ფოფხაძე
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, სანდრო გურული, დავით დევდარიანი, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, მათე ვაწაძე, ირაკლი სირბილაძე
gff.ge