სწორედ ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას დღემდე მისი გასტუმრება უწევდა. 14 აგვისტოს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე სიჭინავამ განაცხადა, რომ ვალები თითქმის გასტუმრებულია.
"გაგიკვირდებათ და, ფედერაციას ვალი თითქმის აღარ დარჩა: მხოლოდ 350 ათასი ევრო უნდა გადავუხადოთ "ინფრონტს", რომელიც ჩვენი ნაკრების ტელერეპორტაჟების ჩვენების უფლებას ფლობს, 37 500 ევრო კი - "პუმას".
350 ათას ევროს მომავალ წელს გადავიხდით, როდესაც ეს ტელესააგენტო 400 ათასს ჩაგვირიცხავს.
წინა
ახლა კი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სადაც ესპანეთთან ერთად საფრანგეთიც გვესტუმრება, საქართველოს ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟებში მხოლოდ 1,7 მილიონ ევროს მივიღებთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ინფრონტთან" კონტრაქტის გაგრძელებას აღარ ვაპირებთ", - ამბობს სიჭინავა.
ზვიად სიჭინავა: ვალები თითქმის აღარ დაგვრჩა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რა ეღირება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები