მატჩის შემდეგ თბილისელთა 26 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
- "დინამოში" დაბრუნებულმა პირველი გოლი ლამის მშობლიურად ქცეულ სტადიონზე გაიტანე...
- ამ ფაქტორმაც შემიწყო ხელი. ჩემთვის ზესტაფონში თამაში სასიამოვნო იყო. გამიხარდა, რომ პირველივე შეხვედრაში გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება იყო.
საკმაოდ მძიმე შეხვედრა გამოდგა. ბათუმის "დინამო" კარგი გუნდია, სიცხეც ხელს გვიშლიდა და მოედნის საფარიც არ იყო
- ზესტაფონელი გულშემატკივარიც თბილად დაგხვდა...
- ახალ კლუბში გადასვლისას ფეხბურთელი ყოველთვის ფიქრობს, როგორ მიიღებს ძველი კლუბის გულშემატკივარი.
ზესტაფონელი ქომაგების თბილი დახვედრა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ამ უჩვეულოდ კარგ დამოკიდებულებას. დიდი მადლობა!
- მშვენიერი დებიუტის მიუხედავად, მაინც აშკარაა, რომ თანაგუნდელებთან შეთამაშების პრობლემა გაქვს...
- ეს ბუნებრივია, რადგან ერთი კვირაც არ არის, რაც "დინამოში" ვვარჯიშობ და ამ მოკლე პერიოდში იდეალური შეთამაშება შეუძლებელი იყო.
ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. რაც მთავარია, გუნდში კარგად დამხვდნენ და ადაპტაცია არ გამჭირვებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბათუმი-დინამო 0:3 - თბილისის "დინამო" გალიდერდა