საქართველოს ნაკრებში გია გრიგალავა და ბუბა დაუშვილიც გამოიძახეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას დაიწყებს.

7 და 11 სექტემბერს თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისში ბელორუსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების თავკაცს მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ოფიციალურად ჯერ არ გაუცხადებია, თუმცა რამდენიმე ლეგიონერის კლუბმა სფფ-იდან მოთხოვნა უკვე მიიღო.

ცნობილი იყო, რომ მომავალი მატჩებისთვის ნაკრების შეკრებაზე სამშობლოში მოსკოვის "სპარტაკიდან" - ჯანო ანანიძე, "კრასნოდარიდან" - ალექსანდრე ამისულაშვილი და ნუკრი რევიშვილი, კიევის "არსენალიდან" - სანდრო კობახიძე, მარიუპოლის "ილიჩივეციდან"
- დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი, კრივოი როგის "კრივბასიდან" - ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე ჩავლენ.

ამ სიას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" გია გრიგალავა და ლვოვის "კარპატიდან" ბუბა დაუშვილიც დაემატა.

ჯერჯერობით უცნობია, უხმობს თუ არა ქვეყნის მთავარ გუნდში თემურ ქეცბაია ლევან ყენიას, რომელმაც თავის ახალ გუნდში, ლვოვის "კარპატიში" პირველი მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Bუბა დაუსვილიც არა რაააა,ვინგყავტ ბუბაზე უკეტესი და ბუბასნაირი მებრდზოლიიიიი!!!!! Kაცი სულს დ. Gულს დებს!!!! Bუბა სენ გვერდზე ვარტ!!!!
Jonsi77
19:57 30-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული