ირაკლი სირბილაძე საქართველოს ნაკრებში დუბლით მოდის

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჯერ არ ჩამოსულა, რადგან 3 სექტემბერს ფინეთის ჩემპიონატში მის "ინტერ ტურკუს" მატჩი ჰქონდა.

ფინეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა შინ "ვაასას" 2:0 სძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე გოლი სირბილაძემ გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა თავი მე-11 და 61-ე წუთებზე გამოიჩინა.

სირბილაძეს ფინეთის მიმდინარე ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, 23 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ
და მერე ესპანეთზე

ლეგიონი ევროპალიგაზე: ირაკლი სირბილაძის გმირობა და "ვიტესის" კარგი შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული