თენგიზ სულაქველიძე: ესპანეთი და საფრანგეთი თავად თუ გაიტანენ საკუთარ კარში, თორემ...

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბელორუსულ "პრესბოლს" ინტერვიუ მისცა.

სულაქველიძემ გამოცემასთან საუბარში, რომელიც წინ 7 სექტემბერს გასამართ საქართველო-ბელორუსის მატჩს უსწრებდა, ბელორუსის ფეხბურთის დონეს ხაზი გაუსვა და ასევე, შეეცადა აეხსნა ის, თუ რატომ ვერ ხვდება საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე.

სულაქველიძემ საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მატჩის პროგნოზიც გააკეთა.

- თენგიზ, სულ მალე საქართველოს ნაკრები ბელორუსს ეთამაშება...
- აუცილებლად წავალ სტადიონზე. ეს ხომ სეზონის პირველი მატჩია! თქვენს შემდეგ ესპანეთს ვუმასპინძლებთ.

საინტერესო თამაში
გველის, ბელორუსებს ძალიან კარგი გუნდი გყავთ. წინა შესარჩევშიც ხომ კარგად გამოვიდა. ასე არ იყო?

- ისე რა, საშუალოდ.
- როგორც უნდა ყოფილიყო, თუკი ავიღებთ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებს, რუსეთისა და უკრაინის გამოკლებით, თავი ყველაზე მეტად სომხეთმა და ბელორუსმა გამოიჩინა.

თქვენც ხომ გყავთ ლეგიონერები? თანაბარი თამაში იქნება. შანსები სადღაც 60/40-ზეა, საქართველოს სასარგებლოდ. თუმცა ამას ვამბობ, როგორც ქართველი, ჩვენ ხომ შინ ვთამაშობთ.

- მაინც რატომაა, რომ საქართველომ ამ ოცი წლის განმავლობაში ვერაფერს მიაღწია?
- ფეხბურთს უჭირს. თუმცა ქვეყანაში ძალიან კარგი რაგბის ნაკრები გვყავს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატებზე გადის. ჩვენი კალათბურთელებიც კარგად თამაშობენ.

აი, ფეხბურთელთა ნაკრებს ახლაც კონკურენცია ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან უწევს. ესენი კი თავად თუ გაიტანენ გოლს საკუთარ კარში, თორემ ჩვენ ამის გაკეთება გაგვიჭირდება. საკუთარ თავზე მაღლა უნდა ავხტეთ.

- თემურ ქეცბაია კარგი მწვრთნელია?
- ძალიან! ის ცდილობს, მაქსიმუმს გამორჩეს ფეხბურთელებისგან. თუმცა ჩვენთან ახლა ცუდი სიტუაციაა - გუნდში გადაწყობა ხდება, ახალგაზრდები მოდიან. ქეცბაია გუნდისთვის ახალ კანდიდატებს აქტიურად დაეძებს.

თაობა კი კარგი მოდის. ახლაც, მაისში, ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიელებთან დამარცხდა.

მაგრამ ჯერ მოცდა მოგვიწევს. მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე მოხვედრა გაგვიჭირდება ჩვენც, ბელორუსებსაც და სომხებსაც.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოდა თუ ესპანელები და ფრანგები გაიტანენ თავად თავიანთ კარში უნამუსო ხარ სულ რომ ეგრე იყოს და იმათმა გაიტანონ მაგას არ უნდა ამბობდეს რა ეგეთი განწყობთ რომ არიან ბევრი იმიტომაცაა ესე ჩვენიო საქმე მე პირადად მივდივარ რო მოიგოს ჩვენმა ნაკრებმა და მაგათ ვუბალელშიკო
totti
18:22 06-09-2012
0

აბსოლიტურად გეთანხმები, დამარცხებულის მენტალიტეტით რომ გავდივართ მოედანზე, სწორედ ეგაა ჩვენი პრობლემა. ბელარუსმა თუ დაამარცხა სტუმრად საფრანგეთი, ვითომ ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება?!

AC natia
19:12 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული