სერგეი კისლიაკი: ქართველებთან ორივე შეხვედრაში გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წინა შესარჩევ ციკლში ბელორუსმა საფრანგეთს "სტად დე ფრანსზე" 1:0 მოუგო. ამ ერთადერთი გოლის ავტორი "კრასნოდარის" ნახევარმცველი სერგეი კისლიაკია, რომელიც ბელორუსთა დამრიგებელმა გიორგი კონდრატიევმა საქართველო-საფრანგეთთან მატჩებისთვის ბოლო მომენტში ალექსანდრ გლების ნაცვლად მიიწვია.

თბილისში გამომგზავრებამდე კისლიაკი ბელორუსულ გამოცემა "სპორტპანორამას" ელაპარაკა.

25 წლის ნახევარმცველი "რუბინს" ეკუთვნის, მაგრამ ყაზანურ გუნდში არ ათამაშებდნენ და "კრასნოდარში" გადავიდა, მაგრამ იქაც, ძირითადად, სათადარიგოებშია.

სხვათა შორის, "კრასნოდარში" კისლიაკის თანაგუნდელები არიან ნუკრი რევიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი.

"კრასნოდარში" საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელია. ცხადია, თამაშზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად და
ხუმრობით.

სხვათა შორის, ჩვენი თანაგუნდელი იურა მოვსესიანი ერევანში ამასწინდელ მატჩამდე გვემუქრებოდა, აუცილებლად მოგიგებთო, მაგრამ პირიქით მოხდა, რაზეც გულიანად ვიცინეთ.

...გუნდში ახალი ჩარიცხული ვარ და "კრასნოდართან" ადაპტაციაში ჩვენი ნაკრების წევრი მარტინოვიჩი მეხმარება.

საქართველოს ნაკრებზე ის ვიცი, რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ძლიერ გუნდებში თამაშობენ. გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ ქეცბაია ავარჯიშებს.

მახსოვს მისი "ანორთოსისი", რომელსაც მინსკის "დინამოში" გამოსვლის პერიოდში ევროთასებზე შევხვდით. ქეცბაიამ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, რადგან მოთამაშე-მწვრთნელი იყო.

ორივე შეხვედრაში ქართველებთან ძალიან გაგვიჭირდება, განსაკუთრებით - თბილისში. მასპინძლებს უამრავი მაყურებელი დაუჭერს მხარს, რადგან ამ ქვეყანაში ფეხბურთი უყვართ. ასე რომ, საინტერესო დაპირისპირება გველოდება.

...ვერ გეტყვით, ჯგუფიდან გასვლა რამდენად რეალურია, მაგრამ თითოეული შეხვედრისთვის განსაკუთრებულად უნდა განვეწყოთ და ყველასთან ვიბრძოლოთ - ესპანელებთან, ფრანგებთან, იგივე ფინელებთან, რომელთაც საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ.

ახლა კი დარწმუნებით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იოლი მატჩები არ გველოდება. მერე ვნახოთ, რა იქნება რეალური და რა - არა.

თუმცა ძალიან გვინდა გულშემატკივრის გახარება და ხმაურიანი გამარჯვებები, ჩვენ ხომ ასეთებიც გვახსოვს. ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ძველებური სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ.

მაგრამ ჩვენი ხალხი მუდამ უკმაყოფილოა. ბატე ჩემპიონთა ლიგაში გადის და ზოგიერთ გულშემატკივარს ესეც არ უხარია. არადა, ექვსი წლის წინათ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ბორისოველები ყველაზე პრესტიჟულ ევ
როპულ ტურნირზე ითამაშებდნენ. ამას ვინც იტყოდა, სულელად ჩათვლიდნენ.

ახლა ეს რეალობაა და მიმაჩნია, რომ ნაკრების შემთხვევაშიც წარმოუდგენელი არაფერია"
, - ამბობს კისლიაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი კონდრატიევი: მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული