თემურ შალამბერიძე გორის "დილას" მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
7 სექტმებერს გვიან შევიტყვეთ, რომ გორის "დილას" ხელმძღვანეობამ მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე და მისი სამწვრთნელი შტაბი (გია ცეცაძე, თემურ ლორთქიფანიძე) გაათავისუფლა.

დროებით გუნდს გიორგი ბალაშვილი გაწვრთნის, მაგრამ გიორგი დარასელიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ისეთ სერიოზულ სტადიაშია გადასული, 43 წლის სპეციალისტს თბილისში პირადი კონტრაქტის შესათანხმებლად ელიან.

შეგახსენებთ, რომ დარასელია თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", "სამტრედიაში", ფოთის "კოლხეთში", 1997 წლიდან 2004 წლამდე - ისრაელში და ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

2004 წლიდან მწვრთნელობა დაიწყო და ებრაელი
სპეციალისტ ელიშა ლევის რამდენიმე კლუბში ეხმარებოდა, მათ შორის, ჰაიფას "მაკაბიში", ბოლოს - "ლიგატ ჰა ალის" (უმაღლესი ლიგის) ბეერ შევას "ჰაპოელში".

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" საკუთარ სტადიონს უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობ ბატონო თემურ, გაწეული შრომისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ გააგრზძელებთ საკუთარ თავზე მუშაობას და უფრო მაღალ დონეებზეც გიხილავთ მომავალში
gizog
20:59 08-09-2012
0
Kარგია რო გაგდეს
Dret
21:10 08-09-2012
0

სიახლეები პოპულარული