goals.by: ოქრიაშვილი ნაკრების ბევრ გამოცდილ ფეხბურთელზე უკეთ გამოიყურებოდა

AutoSharing Option
ბელორუსულმა ვებ-გვერდმა goals.by-მ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის საქართველო-ბელორუსის (1:0) მატჩის მიმოხილვაში ქართველი ფეხბურთელები დაახასიათა.

საინტერესოა როგორ აფასებენ ბელორუსი ჟურნალისტები თემურ ქეცბაიას გუნდის ფეხბურთელების თამაშს.

თორნიკე ოქრიაშვილზე:
20 წლის მარჯვენა ჰავბეკის თორნიკე ოქრიაშვილის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის და ამჟამად მარიუპოლის "ილიჩივეცში" თამაშობს.

ახალგაზრდა თორნიკემ ნაკრების მაისურით მხოლოდ მე-4 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეროვნული გუნდის ბევრ გამოცდილ ფეხბურთელზე უკეთ გამოიყურება.

მის მიერ გატანილი გოლი ჩვენ კარში რომ არ ყოფილიყო, ამ ეპიზოდის ნახვა რამდენჯერმე მოგინდებოდათ.

ჯანო ანანიძეზე:
ერთი ფეხბურთელის გამოყოფა ალბათ უსამართლო
იქნებოდა. პირველ რიგში კარგი შეხვედრა ჩაატარა ჯანო ანანიძემ, რომელიც მეტოქე გუნდის შეტევების დირიჟიორი იყო.

"ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჯანო საკუთარ ასაკზე ერთ-ორი წლით ახალგაზრდად გამოიყურება.

გიორგი ლორიაზე:
ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელიც თავდაჯერებული იდგა კარში.

გურამ კაშია:
ჰოლანდიური "ვიტესის" ფლანგელი გურამ კაშია ცივსისხლიანად მოქმედებდა დაცვაში და საკუთარი გუნდის შეტევებშიც იღებდა მონაწილეობას.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
თოკო, აბა შენ იცი, უფრო მეტი შეგიძლია უფო და უფრო უნდა გაახარო ქართველი გულშემატკივარი თანაგუნდელებთან ერთად. როცა ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი იკრიბებით ერთად დიდ მიზნებზე უნდა იფიქროდ აუცილებლად.
gizog
16:49 09-09-2012
0
ჯანოს ასაკზე ვერ მოვხვდი? რომელი ბებერია ეგაა ეგეთი კომპლიმენტები უთხარან? თუ სხვა რამე იგულისხმება??
დემნა
22:50 09-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული