თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ესპანეთთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად თორნიკეც გამოარჩია და თქვა, რომ ქართველთა 10 ნომერი ძალიან სწრაფი გახლდათ.

თავად ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იწვნია.

"მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება მატჩს, კარგი თამაში გამოვიდა. 87-ე წუთზე გოლი გავუშვით, თუმცა ხალხს დავუმტკიცეთ, რომ მარტო ესპანეთს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში", - თქვა
ოქრიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
Oდესღაც 16 წლის ედსონ არანტეს დონასიმენტომ-შვედეთის მუნდიალზე ააყირავა ფეხბურთის ყველა გრადი და ამის შემდეგ ბრაზილ-მა სამჯერ მოიგო ჟიულ რიმეს თასი,სულ ახალ ახალი სახელებით...
Mishka Mesxie-London G.B.
19:55 12-09-2012
0
მიშა მესხი, საერთოდ აზრზე არა ხარ არა მარტო ფეხბურთის, ინტერვიუებიც კი არ წაგიკითხავს მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ესა თუ ის მწვრთნელი ნომრით მოიხსენიებს და ამაში არაფერია გასაკვირი და მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს: ესპანეთის ნაკრებს 86 წუთი გაუძლო, მაგას ნამდვილად გამართული ფეხბურთის თამაში უნდა და კიდევ თავდადებული ბრძოლა. მე მგონი, შენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალიც არ გინახავს, რა დამართა ესპანეთმა გერმანიის მომგებ იტალიას. ჰო და, მაშინ გააკრიტიკე ნაკრები, როცა დაიმსახურებენ. გუშინ კი ყველა ქებას იმსახურებდა უკლებლივ. დადუს თქმისა არ იყოს, ესპანეთთან ფრეზე გერმანია, ბრაზილია და ეგეთი გუნდები ოცნებობენ.
Giorgipirweli
17:30 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული