თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ესპანეთთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად თორნიკეც გამოარჩია და თქვა, რომ ქართველთა 10 ნომერი ძალიან სწრაფი გახლდათ.

თავად ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იწვნია.

"მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება მატჩს, კარგი თამაში გამოვიდა. 87-ე წუთზე გოლი გავუშვით, თუმცა ხალხს დავუმტკიცეთ, რომ მარტო ესპანეთს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში", - თქვა
ოქრიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
Oდესღაც 16 წლის ედსონ არანტეს დონასიმენტომ-შვედეთის მუნდიალზე ააყირავა ფეხბურთის ყველა გრადი და ამის შემდეგ ბრაზილ-მა სამჯერ მოიგო ჟიულ რიმეს თასი,სულ ახალ ახალი სახელებით...
Mishka Mesxie-London G.B.
19:55 12-09-2012
0
რა ნომრებით აღნიშნა-შეაქო,ჩვენი ბიჭები,გაუზრდელია,თუმცა ასაკოვანი.რა გვარები ვერ დაიმახსოვრა? ეს Bოსკე.თუ ავარსკვლავდა?Oქრიასვილს და კასიას რომ მოგვეგო მაშინ უნდა ეთქვათ,ყველაფერი ვიღონეთო,ეხლა კი იყუჩონ,უფრო ვაჟკაცურია
Mishka Mesxi
11:53 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული