თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ესპანეთთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ დავით თარგამაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად თორნიკეც გამოარჩია და თქვა, რომ ქართველთა 10 ნომერი ძალიან სწრაფი გახლდათ.

თავად ოქრიაშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და სამწუხაროდ, დასანანი მარცხი იწვნია.

"მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ. რაც შეეხება მატჩს, კარგი თამაში გამოვიდა. 87-ე წუთზე გოლი გავუშვით, თუმცა ხალხს დავუმტკიცეთ, რომ მარტო ესპანეთს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში", - თქვა
ოქრიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
Oდესღაც 16 წლის ედსონ არანტეს დონასიმენტომ-შვედეთის მუნდიალზე ააყირავა ფეხბურთის ყველა გრადი და ამის შემდეგ ბრაზილ-მა სამჯერ მოიგო ჟიულ რიმეს თასი,სულ ახალ ახალი სახელებით...
Mishka Mesxie-London G.B.
12 სექტემბერი 2012 19:55
0
მიშა მესხი, საერთოდ აზრზე არა ხარ არა მარტო ფეხბურთის, ინტერვიუებიც კი არ წაგიკითხავს მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან. საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს ესა თუ ის მწვრთნელი ნომრით მოიხსენიებს და ამაში არაფერია გასაკვირი და მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს: ესპანეთის ნაკრებს 86 წუთი გაუძლო, მაგას ნამდვილად გამართული ფეხბურთის თამაში უნდა და კიდევ თავდადებული ბრძოლა. მე მგონი, შენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალიც არ გინახავს, რა დამართა ესპანეთმა გერმანიის მომგებ იტალიას. ჰო და, მაშინ გააკრიტიკე ნაკრები, როცა დაიმსახურებენ. გუშინ კი ყველა ქებას იმსახურებდა უკლებლივ. დადუს თქმისა არ იყოს, ესპანეთთან ფრეზე გერმანია, ბრაზილია და ეგეთი გუნდები ოცნებობენ.
Giorgipirweli
12 სექტემბერი 2012 17:30
0
mishka mesxi, რამდენჯერ ხარ სტადიონზე ნამყოფი, 5-მდე მაინც აგიკენწლია? დღEს ფაქტია, რომ მარტო ის ხალხი აკრიტიკებს ჩვენს ბიჭებს, ვინც ფეხბურთში არის სრულიად გაუნათლებელი. ვაჟკაცობაზე არ უნდა ლაპარაკობდე შენ, როცა ამათი ბრძოლის დაფასები უნარი არ გაქვს. ნომრები კიდე ყოველ თამაშში იცვლება და არაფერი არაა იმაში გასაკვირი, რომ ვერ დაიმახსოვრა, თავისი გაჭირვება ჰყოფნიდა, რამენაირად გოლი რო გაეტანა :|
wtfui....
12 სექტემბერი 2012 16:11
0
მიშკა მესხი ფეხბურთის თვის ოდესმე თვალი მოგიკრავს? ბურთი ოდესმე გაგიგორებია? კი არ უნდა გაჩუმდნენ უნდა ითქვას რაც სათქმელია. ბიჭები გამოვიდნენ და ლომებივით იბრძოლეს,თავი დადეს ამას დანახვა და აღნიშვნა ჭირდება. რეებს ბოდიალობს ვისთვის უნდა მოგვეგო ესპანეთის ნაკრებისთვის? რამდენი წელიწადია ძმურად ფეხბურთისთვის არ გიყურებია? ის ფაქტი იცი რომ ესპანეთის ეს ნაკრები ევროპის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია და მასთან ფრით ბრაზილიც კი კმაყოფილია? საღოლ ქეცბას და საღოლ ბიჭებს.
dadu
12 სექტემბერი 2012 12:39
0
კომენტარებს ნუ შლით.თქვენ არ და ვერ ხართ უჭკვიანესი ქართველების საბოლოო ინსტანცაიქართულ გვარებს კომენტარებში,კაშია,ოქრიაშვილი,ასოების შეცვლით ნუ ამახინჯებთ.საიტს ავტორიტეტს უკარგავთ
Mishka Mesxi
12 სექტემბერი 2012 12:19
0
რა ნომრებით აღნიშნა-შეაქო,ჩვენი ბიჭები,გაუზრდელია,თუმცა ასაკოვანი.რა გვარები ვერ დაიმახსოვრა? ეს Bოსკე.თუ ავარსკვლავდა?Oქრიასვილს და კასიას რომ მოგვეგო მაშინ უნდა ეთქვათ,ყველაფერი ვიღონეთო,ეხლა კი იყუჩონ,უფრო ვაჟკაცურია
Mishka Mesxi
12 სექტემბერი 2012 11:53
0

სიახლეები პოპულარული