გიორგი ლორიას ტრავმის სიმძიმე რამდენიმე საათში გაირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმის სიმძიმე 16:00 საათის შემდეგ გაირკვევა. ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისის "დინამოს" პრესსამსახურმა განუცხადა.

თბილისის "დინამოს" მეკარეს ამ დრომდე სამედიცინო შემოწმება უტარდება, ხოლო 16:00 საათის შემდეგ ცნობილი გახდება ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის (0:1) 65-ე წუთზე ესპანელთა შეტევის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ლორია ერთმანეთს შეეჯახნენ, რაც ამ უკანასკნელს მძიმე ტრავმად და მოედნის დატოვებად დაუჯდა.

თემურ ქეცბაიამ მის ნაცვლად მოედანზე როინ კვასხვაძე შემოუშვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ლორია მოედანზე ერთ
-ერთი საუკეთესო იყო.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი რა დაეჯახა ეს ხიზანიშვილი რა მოგზავნილი იყო?
kato
15:08 12-09-2012
0
უხერხულია, როცა ქალბატონი ასე არაკორექტულად გამოხატავს აზრს, თუ ამას აზრი ჰქვია.
gizog
15:29 12-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული