რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტო სოლდადომ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან 11 სექტემბერს გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქემ მის გუნდს კართან მიახლოების საშუალება არ მისცა.

სოლდადო ასევე გაკვირვებული დარჩა მატჩის საბოლოო შედეგით.

"საქართველოს ნაკრებმა ბურთი კი დაგვითმო, მაგრამ კართან მიახლოების საშუალება მოგვისპო, აღმართა რა მის მისადგომებთან თითქმის გაუვალი კედელი.

მეტოქის საჯარიმოში შეძვრომა უბურთოდ
აც კი ძნელი იყო.

გო
ლის გატანის მინიმალური შანსი გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, მაინც შევძელით ამ ვითარებაში ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა", - უთხრა
სოლდადომ AS-ს.

ასევე იხილეთ:
სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული