ESPN-მა საქართველო-ესპანეთის მატჩის დროს საქართველო აშშ-ის დროშით წარმოადგინა

AutoSharing Option
ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს საქართველოს დროშის მაგივრად აშშ-ის დროშა გამოსახა. ტრანსლაციიდან სკრინშოტები რამდენიმე სპორტულ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ფაქტთან დაკავშირებით ESPN-ს ოფიციალური ბოდიში აქამდე არ მოუხდია.

ტელეარხის რედაქტორებს, სავარაუდოდ, ქვეყანა საქართველო (ინგ. Georgia) და ამერიკის შტატი ჯორჯია ერთმანეთში აერიათ.

საქართველოს და ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კაზუსები აქამდეც მომხდარა. მაგალითად, 2009 წელს ფონდ Heritage Foundation-ის მიერ შედგენილ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს გვერდს Google Maps-იდან აღებული ჯორჯიის შტატის რუკა "ამშვენებდა".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რა სერიოზულად მიიღო ვინმემ? ეს უბრალოდ აერიათ შტატ გორჯიაში, თორემ ამერიკას რომ მაგის ინტერესი არ ააქვს ეს ყველამ კარგათ ვიცით, გარდა რუსეთის აგენტებისა, ასე რომ ყველა მშვიდად ვიყოთ.
damangreveli
11:55 14-09-2012
0
ნატო ამერიკა თუ არ მიყვარს ე.ი. რუსეთი მიზიდავს? მესამე ვარიანტი არ გვაქ ხო ჩვენ? ერთნაირი მტერი და მოყვარეა მაგენი ჩვენი, უბრალოდ რუსეთი უფრო ნაგლია, მესამე ვარიანტი საქართველოა ნატო..არავის შტატი და არავის გუბერნია...
qartveli
11:21 14-09-2012
0

სიახლეები პოპულარული