გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია, რომელიც საქართველო-ესპანეთის შეხვედრის (0:1) მონაწილეთაგან გამორჩეული იყო, მატჩის 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

თბილისის "დინამოს" ექიმმა მერაბ ვარძუკაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

მერაბ ვარძუკაშვილი: "დღეს დილით გიორგის Medi Club Georgia-ში გაუკეთდა პირველადი გამოკვლევები.

გამოკვლევების საფუძველზე მას აღენიშნება მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას ვერ იძლევა.

გამომდინარე აქედან, გიორგის ესაჭიროება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. როდის შეძლებს გიორგი ვარჯიშს, ცნობილი ორიოდ
დღეში გახდება"
.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზოგი კომენტარს ისე აკეთებს, წერაც არ იციან... :)) ლორიაზე წერენ ერთ-ერთი საუკეტესო იყოო და ლორიას ნაცვლად კი ლომაი წერია!..
aikutusagatako
00:38 13-09-2012
0
გიორგი, თქვენმა თავდადებულმა თამაშმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და გამახსენა ის დრო, როდესაც დღეს უკვე სტაჟიან გულშემატკივრებს საოცნებოდ გვქონდა საქართველოს ნაკრები ოდესმე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ხილვა. გულით გისურვებთ სწრაფად გამოჯნმრთელებას და ისევ ისეთი შემართებით თამაშს, რომელიც გულშემატკივარს მომავლის იმედს გვაძლევს. გაიხარეთ!!!
0

სიახლეები პოპულარული