გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ ესპანეთის ნაკერებთან მატჩში (0:1) მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ლორია: "მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.

ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა.
გული ძალიან დამწყდა, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი.

მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შეხვედრაში ყველა
ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ".


ასევე იხილეთ:
გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცრემლებმა ყველაფერი თქვა...კარგი ადამიანი ხარ! უფალი შეგეწიოს ყველა კეთილ საქმეში....
0
გიორგი, იმის ნახევარი ტალანტი და მომზადება ჩვენს დანარჩენ ფეხბურთელებს რომ ჰქონდეთ, რაც შენ აჩვენე მაგ თამაშში.
ევროპის წამყვანი გუნდი ვიქნებოდით.

ბარაქალა, ძალიან მაგარი ხარ
armagedon
12:25 13-09-2012
0

სიახლეები პოპულარული