გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ ესპანეთის ნაკერებთან მატჩში (0:1) მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი ლორიამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ლორია: "მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ.

ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა.
გული ძალიან დამწყდა, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი.

მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შეხვედრაში ყველა
ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ".


ასევე იხილეთ:
გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიორგი ძაან გაგვახარე ყველა შენი კარგი თამაშით.გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
zviad chaladze
18:02 12-09-2012
0
გიო შენ დაამტკიცე რომ ქართველ მეკარესაც შEუძლია მაღალ დონეზე თამაში და რაც ადრე ხდებოდა მეკარესთან დაკავშირებული რომ ყველა დარტყმის გვეშინოდა ეხლა პირიქით გვჯერა რომ კარში უმაღლესი დონის მეკარე გვყავს და გვჯერა რომ წინ წავალთ და ეს გზა უკვე დაწყებულია იმედია მალე გამოჯამრთელდები და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ შენი ე.წ. სეივებით დინამოსთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად და ვიმედოვნებთ ევროპაშიც მალე გახვალ ოღონდ ნამდვილად ძლიერ გუნდში და არა რუსეთის მაჩანჩალა გუნდებში
beqa
19:13 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული