გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება

AutoSharing Option
დღესდღეობით გიორგი ლორია საქართველოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველია.

არჩევნები კარს მოგვადგა, მაგრამ პოლიტიკურ ვნებათაღელვაში ორიოდე დღით მაინც გაგვახსენდა, რომ ქვეყნად სხვა სფეროშიც არიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები და ლამის ყველა საინფორმაციო გამოშვება თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეზე ლაპარაკობს.

გიორგის ეროვნულ ნაკრებსა და თბილისის "დინამოში" კარგი თამაშები ადრეც ჩაუტარებია, მაგრამ პოპულარობა ბელორუსისა და ესპანეთის ნაკრებებთან ჩინებული თამაშით დაიმსახურა.

მართალია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებთან შეხვედრ
ის 69-ე წუთზე ზურაბ ხიზანიშვილთან უნებლიე შეჯახების შემდეგ დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ ის ყველამ დამსახურებულად შერაცხა მატჩის გმირად.

Sportall.Geესპანურმა გამოცემა "მარკამ" მატჩში საუკეთესო შეფასება ლორიას დაუწერა (8) და არა ალონსოს (6), ჩავის (6), ინიესტას (6.5) ან ფაბრეგასს (6.5).

მერე იყო ესპანური გამოცემების აღიარება, ტელეკომპანია ESPN-მა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას სიტყვები გაავრცელა: "დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ლორიათი რუსეთისა და სხვა ქვეყნების დიდი კლუბები დაინტერესდებიან".

"ლორიამანიის" გვირგვინი 12 სექტემბერს რამდენიმე ესპანურ საიტზე გავრცელებული სენსაციური ცნობა აღმოჩნდა: საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირის შეძენა ერთდროულად სურთ მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდებს, "რეალს" და "ბარსელონასო".

მოკლედ, გიორგი ლორიასთან ინტერვიუ აქტუალური გახდა და თბილისის "დინამოს" მეკარე ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე გველაპარაკა.

- ჯერ ჯანმრთელობის ამბავს გკითხავ...
- ტრავმა სერიოზული არის თუ არა, ამის პასუხი დღეს საღამოს მეცოდინება.

- ტკივილები გაწუხებს?
- არ მაწუხებს, მაგრამ იმ შეჯახების სურათები რომ ვნახე, ძალიან ცუდად იმოქმედა და დამაფიქრა, შესაძლოა, მოტეხილობა იყოს. თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით, ვარჯიშის განახლებას როდის შევძლებ.

მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა, დამიკავშირდა; ვინც სოციალურ ქსელებზე მომწერა და გამამხნევა. ლექსები და სურათები მომიძღვნეს. გაოცებული ვარ, ხალხი რამხელა სითბოსა და სიყვარულს ავლენს.

იმედია, ასევე გავაგრძელებ და ქართველ გულშემატკივარს მეც გავახარებ, თბილისის "დინამოც" და საქართველოს ნაკრებიც.

Sportall.Ge- მომხდარს ზურაბ ხიზანიშვილი ძალიან განიცდიდა...
- ზურა მოვიდა, ჩამეხუტა და არ იცოდა, რა ეთქვა, მაგრამ რა მისი ბრალია, ფეხბურთში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება.

- ბელორუსთან და ესპანეთთან შეხვედრამ აღიარება მოგიტანა. ვერც ვიხსენებ, ქართველ მეკარეზე ასე კარგად დაეწეროთ...
- განსაკუთრებით, "მარკას" წერილი მესიამოვნა და ძალიან გამიხარდა.

- ალბათ, კარგიც იყო, ზაფხულში ტრანსფერი რომ ჩაგეშალა - იმედია, ახლა უკეთესი არჩევანის საშუალება გაგიჩნდება...
- უცხოეთში წასვლა სულ მსურდა, მაგრამ მიზეზთა გამო ყოველთვის დარჩენა მიხდებოდა. ეტყობა, ასეც იყო საჭირო. იმედია, უკეთეს ჩემპიონატში ახლა მაინც ვითამაშებ.

- საქართველოში მოთამაშის გაზრდა ძნელია, მით უფრო ისეთის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ქვეყანაში რომ მოეწონოთ...
- ბევრი შრომითა და კარგ მწვრთნელებთან ვარჯიშით ესეც შესაძლებელია.

- შენ ვინ გავარჯიშებდა?
- პატარა ბიჭი ვიყავი, ყურადღება ნოდარ აკობიამ რომ მომაქცია. ბევრი თამაში ერთად გაგვირჩევია, სწორ გზაზე დამაყენა და მისი რჩევები ბევრჯერ გამომადგა. მერე თბილისის "დინამო 2"-ში ამიყვანეს, სადაც გია მაკასარაშვილი მავარჯიშებდა, შემდეგ კი რამდენიმე წელი - გელა ჭანტურია. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

თუ გახსოვთ, ზაფხულში ჭანტურიამ ოპერაცია რომ გაიკეთა, დუშან უჰრინმა რუმინელი მეკარეთა მწვრთნელი დრაგოში მოიყვანა, რომელიც, თურმე, თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა. მოკლედ ვიტყვი - ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.

- ესპანეთის ნაკრებთან კარიდან საკმაოდ წინ გადიოდი და რამდენიმე ეპიზოდში სარისკოდ ითამაშე...
- საერთოდ, რაც უნდა ძლიერი იყოს მოწინააღმდეგე, თამამად უნდა ითამაშო. მოედანზე მორიდებული თუ გახვალ, მეტოქე უცებ იგრძნობს და ჩათვალე, რომ წაგებული ხარ. ცივსისხლიანი უნდა იყო, თორემ პატარა შეცდომაზეც აირევი.

ზომიერება საჭიროა, მაგრამ სპორტული აგრესიულობა და თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით გჭირდება.

მეორე ისაა, რომ მეკარე ხშირად მცველივით უნდა თამაშობდეს, მეც ხომ ფეხბურთელი ვარ და თუ საჭიროა, მეტოქე უნდა მოვატყუო. შიშს რაც შეეხება: ესპანელებიც ადამიანები არიან და მორიდებით არაფერი გამოვიდოდა.

სხვათა შორის, სულ ვცდილობდი, ასე მეთამაშა, გამოცდილებაც დამიგროვდა და ალბათ, ამის შედეგად გამოვიდა ის, რაც ესპანეთთან გამოვიდა.

მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: სავსე "დინამო-არენამ" და მაყურებლის უდიდესმა მხარდაჭერამ თითოეულ ჩვენგანს მართლაც დამატებითი სტიმული და ძალა შეგვმატა.

Sportall.Ge- ფეხს საკმაოდ კარგად ხმარობ. როგორც ვიცი, საამისოდ საგანგებოდ მინი-ფეხბურთს თამაშობ...
- ადრე ფეხით თამაში არ მეხერხებოდა და ვფიქრობდი, ეს ნაკლი როგორ გამომესწორებინა. "ქარიშხალაში" მეგობრებთან ერთად დავიწყე თამაში. თავიდან ჩემი ტანით ეს რთული საქმე აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ფეხით თამაში მაინც გამოვასწორე.

- ესპანელების რომელი დარტყმა იყო ყველაზე სახიფათო?
- სერხიო რამოსის თავურს პრობლემა არ შეუქმნია, ხელში იოლად ავიღე. ჩავის დარტყმა "ცხრიანში" მიდიოდა და ურთულესი დარტყმა გამოდგა. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პირისპირ რობერტო სოლდადო რომ გამოვიდა. სხვათა შორის, ამის შემდეგ ინიესტას დამატებულიც არანაკლებ ძნელი მოსაგერიებელი იყო.

- სასიამოვნოა ინფორმაცია ესპანური გრანდების დაინტერესების შესახებ, მაგრამ ეს ამბავი რეალურია?
- რამდენად რეალურია, ნამდვილად არ ვიცი, რადგან მეც ინტერნეტიდან გავიგე. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა... პირადად კი არავინ დამკავშირებია. თუ მართლაც ასე მოხდა, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები.

- ვთქვათ, მართლაც დადექი ასეთი არჩევანის წინაშე...
- ნეტავ დავდგე... "რეალიც" და "ბარსელონაც" დიდი კლუბებია და ნებისმიერი მოთამაშე იქ მოხვედრაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ არჩევანზე მკითხავთ, არჩევანი უნდა მქონდეს. მე კი არ ვიცი, ეს ვარაუდია თუ სანდო ინფორმაცია.

- სხვა რამის კითხვა მსურდა: "დეფენსა სენტრალიას" ცნობით, "რეალი" და "ბარსელონა" მეორე მეკარეს ეძებენ. მართლაც რომ მიგიწვიონ, გრანდის სათადარიგოებში ჯდომა გირჩევნია თუ, მაგალითად, ესპანეთის, ინგლისის ან გერმანიის რომელიმე საშუალო დონის კლუბის პირველი მეკარეობა?

- ვარაუდებით ლაპარაკი არ მიყვარს და ახლა ამ თემაზე არაფერს ვიტყვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგის გამოჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. რაც შეეხება რეალსა და ბარსას, რატომაც არა. წარმატებებს გისურვებ გიორგი.
tengo
14:36 14-09-2012
0

სიახლეები პოპულარული