უეფამ თორნიკე ოქრიაშვილის გოლი საუკეთესოდ აღიარა [VIDEO]

AutoSharing Option
უეფამ ბელორუსთან მატჩში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი ბურთი გასული კვირის საუკეთესო გოლად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა ბელორუსები სწორედ ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

უეფამ კი საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართველ ფეხბურთელს ასეთი სიტყვები მიუძღვნა:

"საბერძნეთისა და კვიპროსის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის მატჩში (1:0) 20 წლის მცველმა იანის პოტურიდისმა მეკარე კრიაკოს იანს მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი თავზე გადაუგდო. თუმცა ჩვენი ჯილდო მაინც პოტურიდისის ქართველ თანატოლს ერგება.

თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში
ერთი მოძრაობით მეტოქე გუნდის სამი ფეხბურთელი დაიბრიყვა და ბურთი კარის შორეულ კუთხეში გაუშვა.

"ასეთი ინ
დივიდუალური ოსტატობისა და მნიშვნელობის გოლი ადრე არ გამიტანია", - ამბობს გოლის ავტორი.

ასეთი გოლი ცოტას თუ გაუტანია - დავამატებთ ჩვენ".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს ფინეთთან 12 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 4 დღის შემდეგ ბელორუსთან. ორივე შეხვედრას გუნდი გასვლაზე ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ თოკო. გიმრავლოს ღმერთმა ასეთი და უფრო უკეთესი და ლამაზი, რაც მთავარია მნიშვნელოვანი გოლები.
gizog
23:22 14-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული