დავით კვირკველია: ალბათ შეიძლებოდა ესპანეთთან უფრო თამამად გვეთამაშა

AutoSharing Option
გორის "დილას" და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი დავით კვირკველია ჩვენი ნაკრების პერსპექტივას იმედიანად უყურებს:

"ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბოლო ორმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, რომ პერსპექტივა გააჩნია.

ესპანეთთან სასაწაულის მოსახდენად ცოტა დაგვაკლდა. ბურთი ელემენტარული შეცდომისა და წამიერი მოდუნების შედეგად გავუშვით და დავისაჯეთ.

მაგრამ ფეხბურთელები მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან მოედანზე სული და გული ჩავდეთ და შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღეთ..."

სადავოდ არავის გაუხდია, რომ ესპანეთთან საქართველო დაცვითი ტაქტიკით ითამაშებდა - ეს ლოგიკური იყო.

გამოცდილი მცველი გვიზიარებს აზრს, შეტევების განხორციელება და ხშირ შემთხვევაში, ბურთის
ცენტრამდე ატანაც რატომ ჭირდა:

"ალბათ, შეიძლებოდა უფრო თამამად გვეთამაშა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანეთი იმით არის გამორჩეული, რომ მეტოქეს ბურთის გაგორების საშუალებას არ აძლევს.

ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებდა, მაგრამ ჩვენი მიზანი უპირველესად, დაცვაში საიმედოობა იყო და ყურადღება სწორედ ამაზე გვქონდა გადატანილი.

კარგად ვიცით, რაც შეემთხვათ ჩვენზე ბევრად ძლიერ იმ ნაკრებებს, რომლებმაც ესპანეთთან თამაში გახსნეს და გარისკვის უფლება არ გვქონდა".


დავით კვირკველია: პერსპექტიული ნაკრები გვყავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბებერი ხარის რქაც ხნავსო" ეს თქვენ იმ თამაშში ნამდვილად დაამტკიცე დათით
gizo
22:11 16-09-2012
0

სიახლეები პოპულარული