ოქრიაშვილის გატანილი ბურთი TVGOLO-ზე საუკეთესო გოლებში ლიდერობს [VIDEO]

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი ბურთი პორტალ TVGOLO-ზე გასული კვირის საუკეთესო გოლებში ლიდერობს. 

7 სექტემბერს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, "დინამო არენაზე" ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, გამარჯვების მომტანი გოლი, სწორედ ახალგაზრდა ნახევარმცველმა გაიტანა. მეტოქის კარში მატჩის ერთადერთი ეფექტური გოლი 52-ე წუთზე გავიდა.

ამას გარდა, ოქრიაშვილის გატანილი ბურთი, გასული კვირის საუკეთესო გოლად უეფამ აღიარა.

გთავაზობთ პორტალ TVGOLO-ს მიხედვით გასული კვირის ათ საუკეთესო გოლს (იხილეთ ვიდეო). ამასთან, საუკეთესო გოლისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნულ საიტზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო გილოცავ კიდე ერთხელ. ასე გაგეგრძელებინოს წინსვლა
gizog
21:52 16-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული