კუნძულელებმა თავიდანვე გამოაცხადეს, რომ დახურული ვარჯიშის ჩატარება სურდათ და ასეც მოხდა – როგორც წესია, მცირერიცხოვანმა დამსწრეებმა სტუმართა წვრთნის საწყის წუთებს შეავლეს თვალი და ამის შემდეგ ბუტიგეგის გუნდმა მუშაობა დახურულ კარს მიღმა
სანამ მალტელთათვის თვალის დევნება შეგვეძლო, თვალშისაცემი იყო მათი კარგი გუნება-განწყობილება. ისინი ერთმანეთს ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ და მოედნიდან სიცილ-ხარხარიც ისმოდა. მალტის ნაკრების ვარჯიში მთავარი მწვრთნელის შესავალი სიტყვით გაიხსნა, იგი თავის ფეხბურთელებს მოედნის ცენტრში ათიოდე წუთის განმავლობაში რჩევა-დარიგებებს აძლევდა, შემდეგ მალტელები გახურებას მოკლე და გრძელი პასებით შეუდგნენ და ვარჯიშიც დაიხურა.
მალტის ნაკრები "ლოკომოტივზე" დღესაც საღამოს 7-ზე ივარჯიშებს, სავარაუდოდ, ისევ დახურულ კარს მიღმა. დღეს კი
კუნძულელები ეროვნული სტადიონის საფარს მოსინჯავენ.
შეგახსენებთ, ბუტიგეგმა თბილისში 18 ფეხბურთელი იახლა.
მეკარეები - ჯასტინ ჰაბერი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ენდრიუ ჰოგი (ვალეტა);
მცველები - ენდრიუ აგიუსი (მელფი, იტალია), ჯონათან კარუანა (ვალეტა), მასიმო გრიმა (ჰამრუნი), ედვარდ ერერა (ჰიბერნიანსი), კარლო მამო (მარსაქსლოკი), ჯოზეფ ზერაფა (ბირკირკარა);
ნახევარმცველები - შონ ბაიადა, პოლ ფენეჩი (ორივე ბირკირკარა), როდერიკ ბრიფა, ჯეიმს პეისი, კევინ სამუტი (ყველა ვალეტა), გარეთ სკიბერასი (მარსაქსლოკი), რაიან ფენეჩი (ჰამრუნი);
თავდამსხმელები - ენდრიუ კოენი (ჰიბერნიანსი), მიქაელ მიფსუდი (უკლუბოდ), ანდრე შემბრი (ფერენცვაროში, უნგრეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"