ბელორუსი ფანები: ბოიკოტი ესპანეთ-საქართველოს!

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 12 ოქტომბერს მინსკში ესპანეთს, 16-ში კი საქართველოს უმასპინძლებს.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ორი შეხვედრის ბილეთები ერთიან პაკეტში იყიდება და 300 ათასიდან 480 ათასამდე ბელორუსული რუბლი (35-დან 56 დოლარამდე) ღირს.

ადრეც ვწერდით, უჩვეულოდ ძვირმა ფასებმა ბელორუს გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

პოპულარული ბელორუსული გამოცემა "პრესბოლის" ცნობით, ამჟამად მხოლოდ 1116 პაკეტია გასაღებული, რადგან ყაჩაღური ფასების გამო ფან-დაჯგუფება "B-12" ხალხს შეხვედრების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

"ფანების ეს გა
დაწყვეტილება დასანანია, მაგრამ მეორე მხრივ, მათი კარგად მესმის. მათი არგუმენტები ყურადღებას იმსახურებს და სულაც არ მეჩვენება, რომ ეს ხისტი პოზიციაა.

პრობლემის წარმოჩენის სხვა გზა ძალიან ძნელი იქნებოდა"
, - განაცხადა "პრესბოლთან" ბატე-სა და ბელორუსის ნაკრების თავდამსხმელმა ვიტალი როდიონოვმა.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი შეხვედრა ბელორუსის ნაკრებმა საქართველოსთან (0:1) და საფრანგეთთან (1:3) წააგო.

როგორც ჩანს, მომხდარმა ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი მწყობრიდან გამოიყვანა და ინტერნეტ-პორტალ "გოალთან" ისეთები ილაპარაკა, სოლიდურ მწვრთნელს რომ არ შეეფერება - ყველაფერი წინამორბედს, გერმანელ მწვრთნელს, ბერნდ შტანგეს დააბრალა, ცუდი კალენდარი შეგნებულად დაგვიტოვაო.

მერე კი საქართველოსთან წაგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავარი არბიტრი ტოდოროვი:

"რატომ არ ამბობთ, რომ საფრანგეთში ძალიან არ გაგვიმართლა, თბილისში კი მსაჯებმა დაგვჩაგრეს?

რა იყო ბულგარელ არბიტრთა ცუდი მსაჯობის მიზეზი - დაბალი კვალიფიკაცია თუ მიკერძოებულობა? უებისა და კაშაის დონემდე მათ ბევრი უკლიათ, მაგრამ მგონია, რომ ისინი თბილისში კარგად მიიღეს".

მისი ეს კომენტარი "გოალ"-ის ჟურნალისტმა ვიტალი ნოვიკოვმა "ვიტებსკის ტექნიკუმის დონედ" მონათლა: "ასეთ მწვრთნელს არ აქვს შანსი, გრძელი გზა ღირსეულად გაიაროს და სახელი შეინარჩუნოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული