ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ორი შეხვედრის ბილეთები ერთიან პაკეტში იყიდება და 300 ათასიდან 480 ათასამდე ბელორუსული რუბლი (35-დან 56 დოლარამდე) ღირს.
ადრეც ვწერდით, უჩვეულოდ ძვირმა ფასებმა ბელორუს გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
პოპულარული ბელორუსული გამოცემა "პრესბოლის" ცნობით, ამჟამად მხოლოდ 1116 პაკეტია გასაღებული, რადგან ყაჩაღური ფასების გამო ფან-დაჯგუფება "B-12" ხალხს შეხვედრების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
"ფანების ეს გა
პრობლემის წარმოჩენის სხვა გზა ძალიან ძნელი იქნებოდა", - განაცხადა "პრესბოლთან" ბატე-სა და ბელორუსის ნაკრების თავდამსხმელმა ვიტალი როდიონოვმა.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი შეხვედრა ბელორუსის ნაკრებმა საქართველოსთან (0:1) და საფრანგეთთან (1:3) წააგო.
როგორც ჩანს, მომხდარმა ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი მწყობრიდან გამოიყვანა და ინტერნეტ-პორტალ "გოალთან" ისეთები ილაპარაკა, სოლიდურ მწვრთნელს რომ არ შეეფერება - ყველაფერი წინამორბედს, გერმანელ მწვრთნელს, ბერნდ შტანგეს დააბრალა, ცუდი კალენდარი შეგნებულად დაგვიტოვაო.
მერე კი საქართველოსთან წაგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავარი არბიტრი ტოდოროვი:
"რატომ არ ამბობთ, რომ საფრანგეთში ძალიან არ გაგვიმართლა, თბილისში კი მსაჯებმა დაგვჩაგრეს?
რა იყო ბულგარელ არბიტრთა ცუდი მსაჯობის მიზეზი - დაბალი კვალიფიკაცია თუ მიკერძოებულობა? უებისა და კაშაის დონემდე მათ ბევრი უკლიათ, მაგრამ მგონია, რომ ისინი თბილისში კარგად მიიღეს".
მისი ეს კომენტარი "გოალ"-ის ჟურნალისტმა ვიტალი ნოვიკოვმა "ვიტებსკის ტექნიკუმის დონედ" მონათლა: "ასეთ მწვრთნელს არ აქვს შანსი, გრძელი გზა ღირსეულად გაიაროს და სახელი შეინარჩუნოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]