ქეცბაიას თავისუფალი არჩევანი

AutoSharing Option
სასიამოვნო ამბით დავიწყოთ – მალტასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვერც კი ვიხსენებთ, როდის იყო ბოლოს ასეთი შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ ვგულისხმობთ იმ რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც გუნდს რამდენიმე დღის წინ გამოაკლდნენ. მთავარი ისაა, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში გვყავს. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ უჩა ლობჟანიძე წინა მატჩებში მიღებული გაფრთხილებების გამო დისკვალიფიცირებულია და უნდა ვივარაუდოთ, რომ მის არყოფნაში მალტელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგს ლაშა სალუქვაძე გაამაგრებს.

თუკი აქამდე თემურ ქეცბაია გუნდს "მიხეილ მესხზე" ავარჯიშებდა, გუშინ
ქართველებმა მალტასთან შეხვედრის ჩატარების ადგილზე, ეროვნულ სტადიონზე გადაინაცვლეს. საბედნიეროდ, გადაუღებელი წვიმის შემდეგ გუშინ გამოიდარა და ალბათ ამიტომაც იყო, ბოლო წინასამალტო ვარჯიში წინებზე ხალისიანი რომ გამოდგა. ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ კარგი განწყობილება, მაგრამ ამასთანავე, მოედანზე ბევრი უფლი დაღვარეს. მწვრთნელების თითოეულ დავალებას საქართველოს ნაკრების წევრები უდიდესი მონდომებით ასრულებდნენ.

გუშინდელი ვარჯიში საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ დათქმულზე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და საათნახევრამდე გასტანა. მეკარეები თავიდანვე მამუკა აბუსერიძის მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდნენ, დანარჩენები კი თავიდან სამად გაიყვნენ და "კვადრატი" ითამაშეს, რის შემდეგაც ვარჯიში უკვე ქეცბაიას ბერძენი ასისტენტის, ფიზმომზადების მწვრთნელ მიხალის მიხალისის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. ფეხბურთელები მის მითითებებსაც დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ორმხრივი თამაში იყო, რომელიც ნახევარ მოედანზე, თერთმეტი-თერთმეტზე გაიმართა. შევეცადეთ, აქედან დღევანდელი მატჩისთვის სავარაუდო შემადგენლობა ამოგვეკითხა, მაგრამ ის ფეხბურთელები, რომლებიც ქეცბაიას წინა შეხვედრებში ძირითადში ჰყავდა გამწესებული, დაახლოებით თანაბრად იყვნენ გადანაწილებულნი. წინა ვარჯიშების მსგავსად, თამაში აქაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. ქეცბაიას მითითებით, ფეხბურთელები ბურთს მხოლოდ სამ-სამჯერ ეხებოდნენ.
 
ჩვენების ეს ვარჯიშიც ღია იყო და ქართველმა გულშემატკივრებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. ნაკრების წვრთნას საკმაო რაოდენობის ქომაგები დაესწრნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველო-მალტის მატჩი დღეს, ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"თუკი აქამდე თემურ ქეცბაია გუნდს "მიხეილ მესხზე" ავარჯიშებდა" - ამის შემდეგ პაიჭაძეზე ავარჯიშებს, თუმცა ჩვენი ბიჭები ერთხმად მბობენ კურნიკოვაზე ვარჯიში გვირჩევნიაო :)
achiko
17:21 12-10-2010
0

სიახლეები პოპულარული