საქართველოს ეროვნულ გუნდს მინსკში ნაკრების ნაცვლად ბატე დაუხვდება?

AutoSharing Option
ბელარუსის ჩემპიონმა ბორისოვოს "ბატემ" ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში ყველაფერი არია, გასვლაზე ფრანგულ "ლილს" 3:1 მოუგო, საკუთარ სტადიონზე კი გერმანული ფეხბურთის გრანდს, მიუნხენის "ბაიერნსაც" იგივე ანგარიშით გაუსწორდა, 2 ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი შედეგით ჯგუფის ლიდერია და ახლა გუნდში "ვალენსიასთან" მოგებაზეც ფიქრობენ.

ბელარუსის მედიაში კი უკვე ჩნდება მოწოდება, რომ ეს კარგად აწყობილი კოლექტივი ქვეყნის დოყლაპია ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი გახდეს.

ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "გოალ"-ის ჟურნალისტმა ბორისოველთა მთავარ მწვრთნელს, ვიკტორ გონჩარენკოს ჰკითხა - როგორ შეაფასებდით იდეას, რომ ესპანეთ-საქართველოსთან უახლოესი ორი შეხვედრა "ბატემ" ბელარუსის ნაკრების
სახელით ითამაშოს?

"ეს ის კითხვაა, რომელიც ერთის მხრივ ფეხბურთელებს დააპირისპირებს, მეორეს მხრივ, კლუბსა და ბელარუსის ფედერაციას. ეს დაუშვებელია.

ჩვენ ვალდებულები ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი კონდრატიევთან.

სხვათა შორის, მან ძალიან გამახარა, როდესაც "ბაიერნთან" მოგება მოგვილოცა. ჩემის მხრივ, შემიძლია კონდრატიევს გავუზიარო მოსაზრება, როგორ შეეძლება ნაკრებში ჩვენი ფეხბურთელების უკეთ გამოყენება და დეტალურად ვუთხრა, ვინ როგორ ფორმაშია.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება კონდრატიევმა უნდა მიიღოს",
- ამბობს გონჩარენკო.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ აკშაევმა კონტრაქტი გაწყვიტა და თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად გიორგი კონდრატიევმა წარსულში მინსკის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელის, ანდრეი ზიგმანტოვიჩის კანდიდატურა წარადგინა.

არ გაგიკვირდეთ: ბელარუსის ნაკრებს ჰყავს უფროსი (გიორგი კონდრატიევი) და მთავარი მწვრთნელები. ანუ, რეალურად, აკშაევი კონდრატიევის თანაშეწმე იყო.

ამასობაში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების ფან-კლუბ "B-12"-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მათ ესპანეთისა (12 ოქტომბერი) და საქართველოს (16 ოქტომბერი) ნაკრებებთან მინსკში დაგეგმილი შეხვედრების ბოიკოტირებაზე უარი თქვან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ ორი შეხვედრის ბილეთები ერთიან პაკეტში იყიდება და 300 ათასიდან 480 ათასამდე ბელარუსული რუბლი (35-დან 56 დოლარამდე) ღირს.

უჩვეულოდ ძვირმა ფასებმა ბელარუსი გულშემატკივრები აღაშფოთა და "B-12"-მა ხალხს შეხვედრების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

"გულშემატკივრებთან გვსურს არა კონფლიქტი, არამედ თანამშრომლობა. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია, ეს ნაბიჯი თავად გადავდგით და გულშემატკივრებს შეხვედრა ვთხოვეთ.

იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრების ინტერესის გათვალისწინებით, კომპრომისულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ სერგეი საფარიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. სამშაბათის მატჩები: "ბატემ" სენსაცია მოახდინა [VIDEO]
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს საფარიანი ბელორუსია ნეტავ? :დდდდ
გიო
00:43 07-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული