საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
8 ოქტომბერს ფინეთის დედაქალაქში შეკრებას იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

თბილისიდან ჰელსინკიში 8 ოქტომბერს გამთენიისას გაემგზავრნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, აზერბაიჯანული "ბაკის" ქართველი მცველი - გიორგი ფოფხაძე და დელეგაციის სხვა წევრები.

ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა: დავით კვირკველიას ნაცვლად, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო, თემურ ქეცბაიამ რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი - ირაკლი მაისურაძე გამოიძახა.

ანუ ჰელსინკიში გაემგზავრნენ როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ალექსანდრე გურული და გიორგი ფოფხაძე.

დანარჩენი ლეგიონერები და თავად მთავარი მწვრთნელი პირდაპირ
ჰელსინკიში ჩაფრინდებიან და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდებიან.

8 ოქტომბერს, საღამოსვე, ნაკრები არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს გამართავს. გუნდს გვიან ღამით შეუერთდება ქართული ლეგიონის წარმომადგენელი ფინეთში - ირაკლი სირბილაძე, რომელსაც ჩემპიონატის მატჩი აქვს სათამაშო "ინტერ ტურკუს" შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - ევგენი არანოვსკი; ასისტენტები - მიკოლა ლევკო და ოლეკსი ანდრიეიევი; მეოთხე ოფიციალური - ანატოლი აბდულა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში იხილავს.

gff.ge


ასევე იხილეთ:
ქართული ლეგიონი: უსიამოვნო სურათი სანაკრებო ბატალიების წინ

თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ლევან ყენია დააბრუნა
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული