9 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკიში ჰიკ-ის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. ფინეთ-საქართველოს შესარჩევ მატჩამდე ჩვენი ნაკრები ერთჯერად ვარჯიშებს გამართავს.
ქართული დელეგაცია იქაური საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილია.
საბედნიეროდ, ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია. შეგახსენებთ, ქეცბაიას სიაში იძულებითი ცვლილება უკვე განხორციელდა - ტრავმირებული დავით კვირკველია ირაკლი მაისურაძემ შეცვალა.
ფინეთ-საქართველოს შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას უკრაინელი ევგენი არანოვსკი განსჯის.
საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"