ოთარ გაბელია: ბელორუსებო, ყველა თამაშის მოგებას გისურვებთ... საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ამჟამად "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ბელორუსულ საიტ pressball.by-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველო-ბელორუსის განვლილ მატჩსა და მომავალ თამაშზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებების გარდა, ესპანეთის, საფრანგეთისა და ფინეთის ეროვნული გუნდებიც არიან.

გაბელიამ ბელორუსული ბატე-ს ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზეც ისაუბრა, რომელმაც "ბაიერნთან" სენსაციური გამარჯვება (3:1) მოიპოვა.

- ოთარ, მინსკში 16 ოქტომბერს გასამართ თამაშს (რედ. ბელორუსი-საქართველო) თვალს მიადევნებთ?
- რა თქმა უნდა, თუკი ტელევიზიით აჩვენებენ. მანამდე კი ჩვენ ჯერ ფინელებთან გვაქვს შეხვედრა.

სექტემბრის
მატჩებში საქართველოს ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა. ვაჯობეთ ბელორუსებს, ესპანელებთანაც კარგად გავისარჯეთ, მაგრამ სულ ხუთი წუთი დაგვაკლდა, რომ ფრეს გამოვრჩენოდით.

რაც შეეხება მომავალ მატჩს ბელორუსში, რა თქმა უნდა, ჩემს თანამემამულეებს ვქომაგობ.

ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება. შანსი ჩვენც გვაქვს და თქვენც. აბა, შანსი თუ არ არსებობს, მოედანზე გამოსვლას რაღა აზრი აქვს?!

- თბილისურ შეხვედრას სტადიონის ტრიბუნიდან უყურეთ?
- დიახ. ბელორუსებს ნორმალური გუნდი გყავთ, თუმცა ჩვენები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ბელორუსის ნაკრებისგან მეტს მოველოდი, რადგან მანამდე საქმეში ნანახი მყავდა. თანაც, თქვენი ახალგაზრდული, ჭაბუკთა ნაკრებები ყოველთვის კონკურენტუნარიანები იყვნენ.

მახსოვს, კონდრატიევის გაწვრთნილმა ბელორუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა როგორ დააწყვიტა ნერვები ესპანელებს ევროპის ჩემპიონატზე. გიორგი კარგი მწვრთნელია და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვუსურვებ, ყველა თამაშში მოეგოს... ოღონდ ჩვენთან მატჩის შემდეგ. აბა, საქართველოს ნაკრებს ხომ არ ვუსურვებ წაგებას?

- "ბაიერნთან" ბატე-ს მოგებამ თქვენც გაგაკვირვათ?
- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. საერთოდ, მეორეხარისხოვანი გუნდებისთვის მთავარი შიშის დაძლევაა. ამის შემდეგ უკვე ნებისმიერთან შეიძლება თამაში. როგორც ჩანს, ბატე-ს მწვრთნელი კარგი ბიჭია, გუნდი - ერთიანი.

- ჩვენთან ბევრი ამბობს, რომ ჯობს ბატე-ს ბელორუსის ნაკრების ფორმა გადავაცვათო...
- ეს როგორ? კლუბმა რომ ეროვნული გუნდის ფორმით, იმავე შემადგენლობით ითამაშოს? ჰა-ჰა!

ვფიქრობ, კონდრატიევმა იცის, ვის დაეყრდნოს. ახალგაზრდულ ნაკრებში მან თავი კარგად წარმოაჩინა. უბრალოდ, გიორგის მთავარ ნაკრებში დრო სჭირდება. ერთბაშად ხომ საქმე არ კეთდება.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული