თემურ ქეცბაია: ბრძოლისუნარიანობით ფინეთის ნაკრებს არ ჩამოვუვარდებით

AutoSharing Option
12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ტურნირის პირველ გასვლით მატჩს გამართავს.

ფინეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" წარმოგვიდგენს.

როგორც ჰელსინკიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა შეგვატყობინა, მატჩზე დასასწრები 15 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების ფასი 15 ევროდან იწყება და 75 ევრომდე ადის.

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ სტადიონზე ივარჯიშა და საბედნიეროდ, შეხვედრას ჩვენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ხვდება. სრულ მზადყოფნაშია ირაკლი სირბილაძეც, რომელმაც 10
ოქტომბერს ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ფინურ მედიაში თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია გაშუქდა.

"კარგია, რომ ფინეთში მატჩამდე 4 დღით ადრე ჩამოვედით და შეკრება აქ გავიარეთ. ჩვენი გუნდი კარგად მოემზადა.

ბიჭებიც კარგ ფორმაში და კარგ განწყობაზე არიან. რაც მთავარია, უპირველესად, ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ.

ჩვენ ვნახეთ და გავარჩიეთ ფინეთის თამაში. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ეს პირველ თამაშშიც დაამტკიცეს, როცა საფრანგეთის ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს.

რადგან მათ წაგება აქვთ, აუცილებლად შეეცდებიან, რომ წარმატებას ჩვენთან მიაღწიონ. ვფიქრობ, უპირატესობა მაინც მათ მხარესაა, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ბიჭები ყველაფერს ჩადებენ, რომ თამაში მეტოქის სურვილის საპირისპიროდ დაასრულონ. ჩვენც არანაკლებ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და იმედია, გამარჯვებას ჩვენ ვიზეიმებთ.

კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეკრებაზე გამოძახებული ძირითადი ბირთვი შეიკრიბა. იყო მცირეოდენი ცვლილებაც, მაგრამ რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყველა იმედით ელოდება თამაშს" .

Sportall.Ge

რაც შეეხება ფინელთა თავკაც მიქსუ პაატელაინენს, მისი პრესკონფერენციის მოკლე შინაარსი ასეთია:

"საქართველოს ნაკრებს შესანიშნავად შეუძლია "მეორე ნომრად" თამაში, თუმცა ჩვენ მათი წინააღმდეგობის გადასალახავა
დ მზად ვართ.

მთავარია, ინიციატივა თავიდანვე ვიგდოთ ხელთ და თამამად შევუტიოთ. შესარჩევი ციკლი მარცხით დავიწყეთ და ახლა ვალდებულები ვართ, საკუთარ მოედანზე პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ".


Sportall.Ge
SPORTALL პროგნოზი 1:2

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
ჯგუფი I
გუნდი
1 საფრანგეთი 2 2 0 0 4-1 6
2 ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3 საქართველო 2 1 0 1 1-1 3
4 ფინეთი 1 0 0 1 0-1 0
5 ბელორუსი 2 0 0 2 1-4 0

12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
ბელორუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი
ბელორუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი სირბილაძე: ფინელებს მონდომებითა და ტექნიკური ფეხბურთით ვაჯობებთ
აკაკი ხუბუტია: ფინეთი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მოგება აუცილებელია
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
ზურაბ ხიზანიშვილი: ფინელები ტექნიკით ნამდვილად არ გამოირჩევიან

გულვერდ თომაშვილი: ფინელებთან მოსაგებად ვართ დაგეშილები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული