გურამ კაშია: ფინეთის ნაკრებთან თამაში შეიძლება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ფინეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის სტარტი კარგად ავიღეთ. პირველი შეხვედრა მოვიგეთ, შემდეგ გვქონდა ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, რომელიც, ალბათ, კარგად ჩავატარეთ და უბრალოდ, ცოტა არ გაგვიმართლა ბოლო წუთებზე.

ამჟამად ფინეთისთვის ვემზადებით, რომელიც ჩვენთვის პირველი მატჩია სტუმრად. მეტოქის თამაშს ვუყურეთ, ვნახეთ, როგორი გუნდია ფინეთი და მათთან თამაში შეიძლება", - თქვა კაშიამ.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: თავის გამოჩენას მხოლოდ კარგი დაცვით არ ვაპირებთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული