გურამ კაშია: რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ჰელსინკიში გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

"ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კარში მიღებულმა ბურთმა ცოტა აგვრია... უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით.

თუმცა, ვფიქრობ, ეს ფრე ცუდი შედეგი არ არის. ამ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ.

ახლა, მთავარია, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ.

რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ",
- თქვა გურამ კაშიამ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან
მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეთ სუსტ გუნდთან თან ათ კაციანთან თუ ფრე კარგ ხასიათზე გაყენებთ,ბარაქალა თქვენ,ესპანეთში რო წააგებთ და საფრანგეთშიც თუ ანგარიში ორნიშნა არ იქნება იქიდანაც დარწმუნებული ვარ კარგ ხასიათზე წამოხვალთ.მაგრამ მთავარი იცით რაა? თქვენ მოედანზე სირბილი გეზარებათ ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ვიღაცამ ძალით შეგრეკათ მოედანზე.ფინელებს ხომ ტექნიკის ნატამალი არ ქონდათ ნუთუ ასე ძნელი იყო ათ კაცთან ცოტა მოგემატებინათ სისწრაფე,მაგრამ რა?დაღლაო იტყვით და ასეც არის,ამიტომ ცოტა მეტი უნდა შეიწუხოთ თავი ვარჯიშებზე და არ უნდა გეწყინოთ გუნდში გამოუძახებლობა,მუქარა რომ სანამ ესა და ეს მწვრთნელია მე გუნდში აღარ გამოვალო,ხოლო როცა გამოვიდა იმ დაღლილებზე უფრო დაღლილი გამოჩნდა.
გიორგი
17:17 13-10-2012
0
გამწარებული ბელორუსია რომ დაგხვდება მინსკში, მერე ვნახოთ რა ხასიათზე დადგები.
ramo
12:27 13-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული