მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ, რომელმაც ჰელსინკიში გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
"ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კარში მიღებულმა ბურთმა ცოტა აგვრია... უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით.
თუმცა, ვფიქრობ, ეს ფრე ცუდი შედეგი არ არის. ამ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ.
ახლა, მთავარია, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ.
რაც მთავარია, ბელორუსში ცუდ ხასიათზე არ მივდივართ",
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან