თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი შეხვედრა ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ფრეს (1:1) დასჯერდა.

ჰელსინკიში გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს გამოცდილება აკლია და ამ მატჩში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"გულდასაწყვეტია, რომ ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩემი ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ.

გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა... მაგრამ სწორედ, ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული ძალიან დამწყდა, თუმცა,
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად ვითამაშეთ და ჩვენი მეტოქე კი, სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს.

ბელარუსში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ. ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, უკეთ მოემზადონ.

იმედი მაქვს, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თან, ბელარუსები ისევ უქულოდ არიან და თუ 16-ში წარმატებას მივაღწევთ, ჩვენს მიზანს ნაწილობრივ უკვე შევასრულებთ და ჯგუფში მესამე ადგილზე დავმკვიდრდებით".

საქართველოს ნაკრები ბელარუსში 13 ოქტომბერს დილით გაემგზავრება და შუადღეს უკვე მინსკში იქნება. "ჯვაროსნები" სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" დაბინავდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ გახსოვთ პოლონეთთან 1;4 ბულგარეთთან 2;6ჩრდ ირლანდიასთან 1;5,საბერძნეთთან 0;3,გასვლაზე რო ფარჩაკი იყო ჩვენი გუნდი და შედეგი თამაშამდე რომ ვიცოდით?წარსულს ძან მალე ვივიწყებთ ქართველები.
jaba
19:42 14-10-2012
0
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ბელორუსისაზე გაცილებით სუსტია და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ სხვანაირი ანგარიში დაფიქსირდა, ბოდიშს მოვიხდი. ადრე თუ ტექნიკის ხარჯზე გავდიოდით, ახლა არც ტექნიკა გვაქვს და გამძლეობა ხომ ნულის ტოლია, მეორე ტაიმში ფეხბურთელები დალასლასებენ და ძლივს სუნთქავენ.
zuxusha
10:31 14-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული