გიორგი კონდრატიევი: ესპანეთთან წავაგეთ, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ!

AutoSharing Option
ბელორუსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი მიიჩნევს, რომ 12 ოქტომბრის მატჩში ესპანელებმა მის გუნდს უბრალოდ ყველანაირი შანსი მოუსპეს.

სწორედ ასე შეაფასა კონდრატიევმა მინსკში გამართული შეხვედრის შედეგი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა ბელორუსებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

კონდრატიევის თქმით, მან თამაშის წინ თავის ფეხბურთელებს დაცვაში ჩაჯდომა დაუშალა და მრისხანე მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავზე მოხვევა დაავალა. თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ამის უფლება ესპანელებმა მასპინძლებს არ მისცეს...

"ესპანელებთან დიდი ანგარიშით წაგება კატასტროფა არაა და ამისგან ფსიქოლოგიური დარტყმა არ უნდა მივიღოთ, რათა 16
ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშოთ.

ქართველებს შემტევ ფეხბურთს დავუპირისპირებთ და გულშემატკივარს ლამაზი გამარჯვებით გავახარებთ"
, - უთხრა კონდრატიევმა სააგენტო "ბელტას".

შეგახსენებთ, რომ თბილისურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსი თორნიკე ოქრიაშვილის გოლით - 1:0 დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
თემურ ქეცბაია: ბიჭებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან
მკითხველის კომენტარები / 4 /
არავის გადაუღუნო
ვენდეტა
23:33 13-10-2012
0
.... Aრ გინდათ ,ვის მოუგებ შე ...
bekamski
23:22 13-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული