"ფინეთთან თამაშამდე, ვინმეს რომ ეთქვა, ქულას აიღებთო, ალბათ, კმაყოფილებიც კი დავრჩებოდით და ნორმალურ შედეგად ჩაგვეთვლებოდა, თუმცა ამ თამაშში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქულა კი არ ავიღეთ, ქულები დავკარგეთ... რაც ძალიან საწყენია. ასეთ თამაშში გამარჯვების ხელიდან გაშვება კარგი არ არის.
მაგრამ ახლა ფინეთთან თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან, ჩემი აზრით, წინ უფრო რთული მატჩი გველის და მასზე უნდა მოვახდინოთ
ძალიან კარგი შანსი გვაქვს, ბელორუსებთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, თამამი განაცხადი გავაკეთოთ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაზე.
ბელორუსი სერიოზული, მებრძოლი გუნდია და ეგ არაფერს ნიშნავს, რომ შესარჩევში ჯერჯერობით ყველა მატჩი წააგეს.
აუცილებლად შეეცდებიან, მთელი ძალებით შემოგვიტიონ და მინიმუმ, სწრაფი გოლი გაგვიტანონ. ჩვენი ამოცანა იქნება, გოლი არ გავუშვათ და ჩვენს შანსს დაველოდოთ, რომელიც აუცილებლად გვექნება" - აღნიშნა კობახიძემ.
15 ოქტომბერს "ჯვაროსნები" მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს მინსკის "დინამოს" სტადიონზე ჩაატარებენ.
gff.ge
ასევე იხილეთ:
ჰელსინკიდან მინსკამდე - საქართველოს ნაკრები გზაში გაწვალდა
ეხლა დაიწყებენ მშიშარა ფეხბურთიო ესაო ისაო ..არა რა ძმაო ეგრე მთავარი შედეგია და პრაგმატულად უნდა ვეთამაშოთ და ყველაფერი კარგათ იქნება ;)
აი სახლში კი უფრო გახსნილად უნდა ვითამაშოდ თან გვაქვს რესურსი რა კაი ბიჭები(კრიატიულები) გვყავს ნახევარდაცვაში ჯანო ყენია თარგამაძე ოქრიაშვილი კობახიძე ერთი კლასნი ფორვარდიც რო მოეცა ღმერთს კაი გუნდი გვეყოლებოდა