ტიმოფეი კალაჩევი: საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელმა ტიმოფეი კალაჩევმა, რომელიც ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, საქართველოს ნაკრებთან სამომავლო მატჩზე ისაუბრა.

ფეხბურთელის თქმით, თემურ ქეცბაიას გუნდი ბელორუსის ნაკრების დონისაა.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამ შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და თუ მოვიგეთ, მაშინ მომავალს უფრო ოპტიმისტურად შევხედავთ.

ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებები ერთი დონის არიან. საკუთარ კედლებში თუ არ მოვიგეთ, მაშინ, უბრალოდ, აღარ ვიცი, რა ვთქვა...

ბიჭებს ესმით, რომ ისინი ვალდებულნი არიან, საკუთარ მოედანზე ქართველები დაამარცხონ. ეს თუ ვერ შეძლეს, მომავალზე საუბარი ძნელი
იქნება. ისე, უკეთესია, ჯერ თამაშს დაველოდოთ.

ბიჭები მოედანზე გავლენ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებ. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მე კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩვენს ნაკრებს წარმატება ვუსურვო", - თქვა კალაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო საქართველოს ეროვნულ გუნდს 4 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ ბელორუსის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მომზადებულია telegraf.by-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული