"ჩემი აზრით, ბელორუსის ნაკრები ფინეთზე ძლიერია და ძალიან რთული მატჩი გველის წინ.
ბელორუსებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგეს და ეს მათთვის ბოლო შანსი იქნება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
რაც შეეხება გასვლით მატჩს, ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი
ხოლო თამაშის ტექსტურ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ჩვენს ვებგვერდზე მიადევნოთ.
ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები