თორნიკე ოქრიაშვილი: მინსკიდან სამი ქულის წამოღებას ვაპირებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბელორუსის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისურ შეხვედრაში "ჯვაროსნებმა" ბელორუსები ოქრიაშვილის გოლით დაამარცხეს (იხილეთ ვიდეო).

"გუნდში კარგი განწყობაა. ბელორუსთან სათამაშოდ ვემზადებით. მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და მინსკიდან სამი ქულის წაღებას ვაპირებთ.

დასანანია, რომ ფინეთში ვერ მოვიგეთ. 1:0-ს ვიგებდით, ხუთ წუთში მეტოქე ფეხბურთელიც კი გააძევეს, თუმცა ფინელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება და საკმაოდ კარგი გოლი გაგვიტანეს (იხილეთ ვიდეო).

სამწუხაროდ, კვლავ დაწინაურება ვერ მოვახერხეთ. ოთხი ქულა სამ შეხვედრაში - ვერ ვიტყვი,
რომ ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ერთ-ერთ მეტოქედ ესპანეთის ნაკრები გვყავდა.

ბელორუსის ნაკრებთან თუ მოვიგეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვექნება.

მზად ვარ თუ არა, ბელორუსებთან გოლი გავიტანო? რა თქმა უნდა, მზად ვარ ბელორუსებსაც გავუტანო და სხვა გუნდებსაც. კარგი იქნება, თუ 16 ოქტომბერს ამას მოვახერხებ. ერთი გოლი მეყოფა, მეტი არ მინდა..." - იხუმრა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს, ხოლო ტექსტურ ტრანსლაციას შეგიძლიათ თვალი ჩვენს ვებგვერდზე მიადევნოთ.

მომზადებულია footballtop.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას , ხიზან შენ წააგე ეს თამაში
chemipita
22:47 16-10-2012
0
მიდი ოქროო
luka
19:00 16-10-2012
0

სიახლეები პოპულარული