ალექსანდრ გლები: საქართველოს ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრ გლებმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება.

"მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ამიტომ 100%-ით კი არა, 105%-ით უნდა დავიხარჯოთ. არ ვამბობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ეს შეხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

ვფიქრობ, თითოეულ ფეხბურთელს ესმის მომავალი მატჩის მნიშვნელობა. ქართველებთან პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, თუმცა რეალიზაცია მოგვიკოჭლებდა. ამიტომაც წავაგეთ.

საკუთარ კედლებში კი
ჩვენი შანსი უნდა გამოვიყენოთ და დარწმუნებული ვარ, შანსები გვექნება.

მომენტების რეალიზაცია უნდა შევძლოთ და დაცვაში კომპაქტურად ვითამაშოთ.

რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება, რადგან ჩემი აზრით, ქართველები დაცვიდან ითამაშებენ. გამომდინარე აქედან, მოედანზე სწრაფად მოძრაობა და ფიქრია საჭირო.

საქართველო-ბელორუსის მატჩს ვუყურე. მასპინძელი გუნდი ძალიან ტექნიკური მომეჩვენა. პრინციპში, ისინი ჩვენი დონის არიან.

ბელორუსი, ფინეთი და საქართველო ერთი დონის გუნდები არიან. ამიტომ შევეცდებით, მეტოქეს ვაჯობოთ და მოედანზე ინდივიდუალური ოსტატობაც ვაჩვენოთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ესპანეთთან ბევრი მცველით ვთამაშობდით და ვფიქრობ, ამჯერად გარკვეული ცვლილებები მოხდება, თუმცა ამის შესახებ მაინც ჯობია, მწვრთნელს ჰკითხოთ.

შევეცდებით, ბევრი შევუტიოთ და მეტოქეზე პრესინგი განვახორციელოთ", - თქვა გლებმა.

მომზადებულია goals.by-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული