სლავებთან თბილისური მატჩის გმირმა, მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ბელორუსებს კინაღამ მორიგი გოლი-შედევრი გაუტანა - როდესაც საჯარიმოში სამ მოთამაშეს გასცდა და კარში არტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტანისლავ დრაგუნი ჩაუწვა და მასპინძლები გადაარჩინა.
ისევე, როგორც ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის არდაყენებამ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამაც ყველა გააოცა.
"პრესბოლის" კორესპონდენტის კითხვაზე ქეცბაიამ ოქრიაშვილის შეცვლის მიზეზად ტრავმა დაასახელა, შესვენების
აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ ბელორუსულ მედიასთან ოქრიაშვილმა:
"პირველი ტაიმის ბოლოს მშვენიერი მომენტი მქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლე. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქეცბაიამ მალე შემცვალა, რამაც გული დამწყვიტა. მწვრთნელმა იფიქრა, რომ ტრავმა მქონდა, როცა რეალურად არაფერი მაწუხებდა.
კარგი განწყობა ვერ გვექნება, რადგან წაგებამ გაგვაწბილა. ბელორუსებს სექტემბერში მოვუგეთ, თუმცა მაშინ ალექსანდრ გლები არ გყავდათ. მან დღეს დიდი როლი შეასრულა. რომ არა ის, მოგების გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა".
მსგავსი რამ ლვოვის "კარპატიში" გასული სეზონის ბოლოს მოხდა, როდესაც ლვოველთა მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ დაუშვილი შეცვალა.
მერე გაირკვა, რომ ქართველი ნახევარმცველის ნათქვამი (მაშინ რუსული კარგად არ იცოდა) მწვრთნელმა არასწორად გაიგო, ჯანმრთელი ფეხბურთელი ტრავმირებულად ჩათვალა და შეცვალა. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ქართული ხომ ყველამ იცის?
+ ბონუს ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია