უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე

AutoSharing Option
ვიდეო
ბელორუსისა და საქართველოს მატჩის 49-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მოედნიდან ქართველთა შორის ყველაზე აქტიური, კრეატიული და მწვავე მოთამაშე, თორნიკე ოქრიაშვილი გაიყვანა.

სლავებთან თბილისური მატჩის გმირმა, მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ბელორუსებს კინაღამ მორიგი გოლი-შედევრი გაუტანა - როდესაც საჯარიმოში სამ მოთამაშეს გასცდა და კარში არტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტანისლავ დრაგუნი ჩაუწვა და მასპინძლები გადაარჩინა.

ისევე, როგორც ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის არდაყენებამ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამაც ყველა გააოცა.

"პრესბოლის" კორესპონდენტის კითხვაზე ქეცბაიამ ოქრიაშვილის შეცვლის მიზეზად ტრავმა დაასახელა, შესვენების
დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდაო. მაგრამ მატჩის შემდგომ გაირკვა, რომ გაუგებრობა მომხდარა.

აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ ბელორუსულ მედიასთან ოქრიაშვილმა:

"პირველი ტაიმის ბოლოს მშვენიერი მომენტი მქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლე. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქეცბაიამ მალე შემცვალა, რამაც გული დამწყვიტა. მწვრთნელმა იფიქრა, რომ ტრავმა მქონდა, როცა რეალურად არაფერი მაწუხებდა.

კარგი განწყობა ვერ გვექნება, რადგან წაგებამ გაგვაწბილა. ბელ
რუსებს სექტემბერში მოვუგეთ, თუმცა მაშინ ალექსანდრ გლები არ გყავდათ. მან დღეს დიდი როლი შეასრულა. რომ არა ის, მოგების გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა".

მსგავსი რამ ლვოვის "კარპატიში" გასული სეზონის ბოლოს მოხდა, როდესაც ლვოველთა მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ დაუშვილი შეცვალა.

მერე გაირკვა, რომ ქართველი ნახევარმცველის ნათქვამი (მაშინ რუსული კარგად არ იცოდა) მწვრთნელმა არასწორად გაიგო, ჯანმრთელი ფეხბურთელი ტრავმირებულად ჩათვალა და შეცვალა. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ქართული ხომ ყველამ იცის?

+ ბონუს ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თავდამსხმელი არა ყავს ვაწაძე და დვალი დააყენოს ახალ ველოსიპედს რომ იგონებს. ეგეთები წავიდეს და კიპროსზე აკეთოს რომელიმე კლუბში ეს ნაკრებია ძმაო და დავიღალეთ ამდენი ანტიფეხბურთის მაყურებელი. კარში კი მიგინეიშვილი დააყენოს მაგათ სამივეს ერთად ჯობია.
fiore
11:25 20-10-2012
0
თუ ვინმე ფეხბურთს სერიოზულად იცნობს გამორიცხულია ქეცბაია მოიწონოს. საერთოდ გაუგებრობაშია და წარმოდგენა არ აქვს როგორც მწვრთნელს თუ როგორ მოამზადოს გუნდი. ყველაფერიც რომ რეალურად შეუსრულოს ფეხბურთელმა მაინც აბდაუბდა გამოვა. ვინმემ გვითხრას რა ტაქტიკას ან რა გუნდს აშენებს ქეცბაია. სოფლის გუნდიდასაც კი ვერ. ეს მწარე სიმართლეა
joni
02:11 19-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული