უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე

AutoSharing Option
ვიდეო
ბელორუსისა და საქართველოს მატჩის 49-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მოედნიდან ქართველთა შორის ყველაზე აქტიური, კრეატიული და მწვავე მოთამაშე, თორნიკე ოქრიაშვილი გაიყვანა.

სლავებთან თბილისური მატჩის გმირმა, მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ბელორუსებს კინაღამ მორიგი გოლი-შედევრი გაუტანა - როდესაც საჯარიმოში სამ მოთამაშეს გასცდა და კარში არტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტანისლავ დრაგუნი ჩაუწვა და მასპინძლები გადაარჩინა.

ისევე, როგორც ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის არდაყენებამ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამაც ყველა გააოცა.

"პრესბოლის" კორესპონდენტის კითხვაზე ქეცბაიამ ოქრიაშვილის შეცვლის მიზეზად ტრავმა დაასახელა, შესვენების
დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდაო. მაგრამ მატჩის შემდგომ გაირკვა, რომ გაუგებრობა მომხდარა.

აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ ბელორუსულ მედიასთან ოქრიაშვილმა:

"პირველი ტაიმის ბოლოს მშვენიერი მომენტი მქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლე. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქეცბაიამ მალე შემცვალა, რამაც გული დამწყვიტა. მწვრთნელმა იფიქრა, რომ ტრავმა მქონდა, როცა რეალურად არაფერი მაწუხებდა.

კარგი განწყობა ვერ გვექნება, რადგან წაგებამ გაგვაწბილა. ბელ
რუსებს სექტემბერში მოვუგეთ, თუმცა მაშინ ალექსანდრ გლები არ გყავდათ. მან დღეს დიდი როლი შეასრულა. რომ არა ის, მოგების გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა".

მსგავსი რამ ლვოვის "კარპატიში" გასული სეზონის ბოლოს მოხდა, როდესაც ლვოველთა მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ დაუშვილი შეცვალა.

მერე გაირკვა, რომ ქართველი ნახევარმცველის ნათქვამი (მაშინ რუსული კარგად არ იცოდა) მწვრთნელმა არასწორად გაიგო, ჯანმრთელი ფეხბურთელი ტრავმირებულად ჩათვალა და შეცვალა. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ქართული ხომ ყველამ იცის?

+ ბონუს ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია
მკითხველის კომენტარები / 4 /
თემურ ქეცბაიასნაირი თავდადებული ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებს ერთი ხელის თითებზე ყავს ჩამოსათვლელი,მაგალითად მურთაზ შელია და კახი ცხადაძე;მათი დავიწყება შეუძლებელია;მე პირადად არ მომწონს დღევანდელი საქართველოს ნაკრების თამაში,მაგრამ მაინც ვერ მივცემ თავს უფლებას ქეცბაიაზე ცუდის თქმისას,თუმცა ერთს კი აუცილებლად ვურჩევ:თავის გამართლების მიზნით,ნურასდროს მოატყუებ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს,სააკაშვილივით ტყუილებს არ დაეჩვიო,რომ არ დაივიწყოს ყველამ შენი დამსახურება და შენი მომავლის წარმატებას წერტილი არ დაესვას.
misha
15:12 18-10-2012
0
ქეცბაიამ რა ქნას თვითონ შევიდეს მოედანზე??!! ხიზანაა და აჭრილია,,თავდამსხმელი ფაქტობრივად არ გვყავს,,თარგამაძე კი დარბის მარა ერთი-ორჯერ ისეთი ძლიერი გადაცემა გააკეთა ახლაც მისდევენ ბურთს...მოკლედ ამ ხალხით მეტი არაფერი გამოვა,სანამ არ ჩამოყალიბდებიან უფრო,,ნიჭიერები კი ნამდვილად არიან,ასე რომ მომავალი ჩვენია: )))
ვანიკო
17:33 18-10-2012
0

სიახლეები პოპულარული