საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, სავარაუდოდ, ეგვიპტეს უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს საშინაო მატჩს თბილისში ჩაატარებს.

დადგენილია თარიღიც - 14 ნოემბერი. რაც შეეხება მეტოქეს, ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს. დღეისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ეგვიპტის ნაკრებთან სპარინგია.

ამ გუნდს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ეგვიპტის ნაკრებს ტიტულები არ აკლია - არის აფრიკის 7-გზის ჩემპიონი, რაც კონტინენტის რეკორდია. აფრიკის ერთა თასი ეგვიპტელებმა მიჯრით მოიგეს 2006, 2008 და 2010 წლებში. ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში ეგვიპტის ნაკრები მე-40 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმჯობესი იქნეაბ აწი ვინც ჩამოვა საქართველოში სათამაშოდ ფარერებით დაწყებული ესპანეთით დამთავრებული სტადიონი გავავსოთ ბოლომდე და მთელი 90 წუთი გაუჩერებლივ ვიყვიროთ მოწინააღმდეგე გუნდის სახელი.სხვა გამოსავალს მე ვეღარ ვხედავ ეგებ მერე მაინც გახდნენ სინდისიანები
კიდევ ერთხელ ვიმეორებ მგონი ეს არის მარტო გამოსავალი
D1A1
12:44 19-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული