"საქართველოს ნაკრებს ბურთზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდა ამ შეხვედრებში, ვიდრე უწინდელ მატჩებში. ამიტომაც ძალიან დამწყვიტა გული ფინეთთან და ბელორუსთან ნაჩვენებმა შედეგმა.
ფინეთთან უფრო მძიმე თამაშს ველოდი. ფინელებს ძალიან ძლიერი ნაკრები არ ჰყავთ, თუმცა სუსტიც არ ეთქმის. საერთო ჯამში, ფინეთთან ჩატარებული შეხვედრა ცუდი არ იყო, თუმცა
ბელორუსთან მატჩის დასაწყისშივე დავუშვით შეცდომა. არადა, ჩვენც შევქმენით სახიფათო მომენტები.
ბელორუსი ოთხჯერ დაგვემუქრა, ერთი გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა, მეორე კი სტანდარტულ სიტუაციას.
გამოვარჩევდი ამისულაშვილს, აქტიური იყო ოქრიაშვილი, ასევე კობახიძეც, თარგამაძესაც არა უშავდა, თუმცა მისგან უფრო მეტს ველი. კმაყოფილი ვერ დავრჩი დავრჩი ანანიძისა და ყენიას თამაშით.
დაუშვილი და კანკავა დაცვით ფაზაში კარგად მოქმედებენ. ალბათ, აჯობებს, თუ კანკავა ბურთთან უფრო მეტ დროს გაატარებს. რაც შეეხება დევდარიანს, ურიგოდ არ უთამაშია. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ზოგადად გვაქვს პრობლემა.
მჭედლიძე ახლა, ალბათ, ვერ არის 100 პროცენტით მზად. გრიგალავა დაცვაში რიგიანად გაისარჯა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს ბურთი, უფრო ყურადღებით უნდა იყოს, გადაცემის შესრულების დროს ბურთი არ უნდა დაიკარგოს.
გული დამწყდა იმის გამოც, რომ ამხელა გამოცდილების და კლასის მქონე ხიზანიშვილმა ასეთი შეცდომები დაუშვა.
ბელორუსთან მარცხს რევიშვილს ვერ დავაბრალებთ, ის ძალიან კარგი მეკარეა. ფინეთთან კი შეეძლო, რომ არ გაეშვა ბურთი.
საერთო ჯამში, ამ ნაკრებში პოზიტიურ ასპექტებს ვხედავ. იმედი მაქვს, რომ გუნდს უკეთესი შედეგები ექნება", - ასეთია არველაძის შეფასება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სპეციალისტის აზრი: საქართველოს ნაკრები საკადრო შიმშილს განიცდის
სოსო ფრუიძე: ბელორუსის ნაკრები საქართველოზე მაღალი დონის გუნდია
გია გურული: რეალობაა ის, რომ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს