საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, საღამოს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან.

"ჯვაროსნები" ეგვიპტელებს პირველად ხვდებიან. ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 65-ე ადგილზეა, აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კი მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-40 პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკის ზონის G ჯგუფში ასპარეზობს.

ეგვიპტელ ფეხბურთელებს ზედიზედ ორი მოგება აქვთ და თავიანთ ჯგუფს ლიდერობენ. "ფარაონებმა" მოზამბიკი 2:0 დაამარცხეს, გვინეას კი 3:2 სძლიეს.

ეგვიპტის ნაკრებს 2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების
საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ბობ ბრედლი ავარჯიშებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მატჩის დაწყების დრო ჯერ არ გარკვეულა და შეთანხმების მიღწევისთანავე სფფ გულშემატკივრებს ოპერატიულად გაცნობებთ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც მეტს ითამაშებენ მით უკეთესი.
რატო დინამოზე არ თამაშობენ? დინამო ყოველმხრივ სჯობს ლოკომოტივს.
თამაში ალბათ კვლავ გვიან დაიწყება. ისე რომ კაცს თამაშზე წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს.
kolia
13:25 23-10-2012
0
დაასვენეთ ეგ ხალხი ცოტა ხანი და დაგვასვენეთ ჩვენცა.
odala
10:33 23-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული