თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ჯაბა დვალი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს 14 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა.

ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე თბილისში ვერ ჩამოვლენ ლვოვის "კარპატის" ქართველი ლეგიონერები - ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი.

მათი ჩამოუსვლელობის მიზეზი კი უკრაინული კლუბის თხოვნა გახდა. "კარპატის" ხელმძღვანელები უშუალოდ ესაუბრნენ ნაკრების მწვრთნელებს და ვინაიდან ლვოველებს უკრაინის ჩემპიონატში წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელით, დაუშვილისა და ყენიას გუნდში დარჩენა სთხოვეს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი მათ ნაცვლად ირაკლი ძარიას ("დინამო", თბილისი) და ზურაბ არზიანს ("დილა", გორი) უხმო.

თუმცა იძულებითი ცვლილებები ამით არ დამთავრებულა. ტრავმები მიიღეს იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა - ლევან მჭედლიძემ და "ორჰუსის" ნახევარმცველმა - დავით დევდარიანმა.

ნაკრებში გამოძახებულები არიან ვლადიმერ დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი) და თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი").

სავიზო პრობლემების გამო "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება "ორჰუსის" შემტევი - მათე ვაწაძეც. თემურ ქეცბაიამ უკვე გამოიძახა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი - ჯაბა დვალი ("დინამო", თბილისი).

საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრება 12 ნოემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალი არაა და სირბილაძე და დვალიშვილი არიან?! ფინეთის ჩემპიონატი საქართველოს ეროვნულ პირველობაზე დაბალრეიტინგიანია. დვალიშვილმა კი სადაც არ უნდა ითამაშოს, სუსტ გუნდებთან გააქვს და ფავორიტებთან მაგის ნორმალური თამაში არავის უნახავს. ამიტომ დვალზე უკეთესი არცერთი არაა. აი ვაწას და მჭედლოს შეუძლიათ თუ ფორმაში იქნებიან.
dato
09:01 08-11-2012
0
მიკვირს ნიკოლოზ გლასჰვილს რატომ არ იდზახებს ნაკრებსჰი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული