თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში ირაკლი ქობალია გამოიძახა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ ეგვიპტეს უმასპინძლებს.

საამატჩოდ გამოძახებულთა სიას ჯერ ხუთი ფეხბურეთელი გამოაკლდა და გუნდის დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ხუთივეს მოუძებნა შემცვლელი.

ერთ-ერთი გორის "დილას" ნახევარმცველი ზურაბ აზრიანი გახლდათ, თუმცა 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ისიც ვერ შეძლებს ეგვიპტესთან თამაშს ტრავმის გამო.

ქეცბაიას კიდევ ერთი შემცვლელის მოძებნა მოუხდა და ნაკრებში "ზუგდიდის" თავდამსხმელს ირაკლი ქობალიას უხმო.

საპასპორტო მონაცემებით 20 წლის ქობალია აგრესიული, ალღოიანი თავდამსხმელია, უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ნაკრებში ჯაბა დვალი გამოიძახა
ჯაბა კანკავა: რატომ არ გამომიძახეს? ჯერ თემურ ქეცბაიას ჰკითხეთ!
დროა, საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობის ნაცვლად ფეხბურთი ითამაშოს...
მკითხველის კომენტარები / 2 /
და არასაპასპორტო მონაცემებით? :)))))))))
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.
dudu
09:33 12-11-2012
0
უდიდეს წარმატებას გუსურვებ იკა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული